ციფრული დუბლიკატორები

DD 6650P

DD 6650P ციფრული დუბლიკატორი გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი სიჩქარით 135 გვერდი წუთში და სახარჯი მასალების დაბალი ფასით, რაც თქვენი ბეჭდვის წარმადობას სრულიად სხვა საფეხურზე აყენებს. გარდა ამისა მისი ბეჭდვის ხარისხი საუკეთესოა მისი კლასის სხვა აპარატებს შორის. ეს დუბლიკატორი ძალიან სანდო და ადვილად სამართავია, იგი აკმაყოფილებს მაღალხარისხიანი დიდი წარმადობის ბეჭდვის ყველა მოთხოვნას. მას გააჩნია ინოვაციური, გარემოს დაცვითი ენერგო-დამზოგავი მახასიათებლები.

DD4450 A3 B/W

DD4450 A3 B/W საშუალო კლასის ძლიერი ციფრული დუბლიკატორია, რომელიც მისაღებ ფასად ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს. მისი მუშაობის სიჩქარეა 130 ასლი წუთში, ასლის გადაღების ხარისხი კი საკმაოდ მაღალი. DD4450 A3 B/W აღჭურვილია მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ოპერაციული პანელით, ინტეგრირებული ქსელური კონტროლერით და ინოვაციური მახასიათებლებით, რომლებიც ქაღალდის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ეს მანქანა გამიზნულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამთავრობო ოფისებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში სამუშაოდ.