ფართო / დიდი ფორმატის მოწყობილობები

Ricoh Pro L4160

ახალი Ricoh Pro L4160 დიდი ფორმატის სარეკლამო ბეჭდვისთვის იდეალურია. დიდი  და მრავალმხრივი პრინტერი იძლევა მრავალფეროვან მაღალხარისხიან ფერად სარეკლამო მასალას შენობის შიდა თუ გარე მოხმარებისთვის. Pro L4160 გამოყენებულია პატენტირებული მრავალწვეთოვანი ჭავლური ტექნოლოგია, რომელიც წვეთებს ამცირებს ოთხი პიქტოლიტრის სიდიდემდე, რაც ფერთა გარდამავალ გრადაციას იძლევა. გარდა ამისა, ნარინჯისფერი და მწვანე მელნის დამატებამ ფერთა სიმკვეთრე და მრავალფეროვანი ფერთა გამა შემოგვთავაზა - Pantone® ფერების დაახლოებით 93%-მდე.

Aficio™SP W2470

როგორი სამუშაო გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება გამორჩეული და პროდუქტიული მუშაობა.  Aficio™SP W2470 საკმაოდ კომპაქტური ფართო ფორმატის მქონე აპარატია, რომელიც უმაღლესი სტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და საუკეთესო ხარისხის სამუშაოს გვთავაზობს. ეს ციფრული მოწყობილობა სწრაფად და ეფექტურად  უმკლავდება ყველა სახის საბეჭდ საქმიანობას. ის აკმაყოფილებს ბეჭდვის ურთულეს მოთხოვნებს და სტანდარტულ ქაღალდზეც კი უმაღლესი ხარისხის შედეგს იძლევა.