მრავალფუნქციური საბეჭდი მოწყობილობები

MP 2014AD/MP 2014D

 RICOH MP 2014 A3 ფორმატის შავ-თეთრი მრავალფუნქციური პრინტერია 20 გვ/წთ სიჩქარით. მისი მუშაობა უზრუნველყოფს ოფისში დოკუმენტების ეფექტურ განაწილებას. აპარატის საწყისი ფასი, ასევე მისი მოხმარების ღირებულება ძალიან დაბალია. ენერგიის დაზოგვის ღილაკის დაჭერით აპარატი უმალვე გადადის დაზოგვის რეჟიმში და ამცირებს ელექტროენერგიის გადასახადს.

  • ორმხრივი სკანირება და ორმხრივი ბეჭდვა ზოგავს თქვენს დროს
  • ხშირი დავალებების სწრაფად შესასრულებლად შესაძლებელია ორი ღილაკისთვის შესაბამისი ფუნქციის მინიჭება.
  • ავტომატური ორმხრივი ასლის გადაღება ქაღალდის ხარჯს ამცირებს.
  • ავტომატური დოკუმენტის მიმწოდებელი სკანირებისა და ასლის გადაღების ფუნქციებს აჩქარებს
  • ეკონომიური ფასი და დაბალი მოხმარების ღირებულება აპარატს ძალიან ეკონომიურს ხდის.
MP 171SPF GL

RICOH ჩართულია გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პროცესში, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ნახმარი აპარატურის გადამუშავებას, არამედ მრავალფუნქციური პროდუქციის სრულ განახლებასა და მოდერნიზაციას. RICOH-ს ინჟინრები ამ გადამუშავების პროცესში მაღალი ხარისხისა და მომსახურების სრულ გარანტიას იძლევიან. Greenline პროდუქცია მომხმარებელს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად შეამციროს გარემოს დაბინძურება და ხარჯი აპარატურაზე.

RICOH MP 171SPF GL საუკეთესო არჩევანია მცირე ოფისებისა და სამუშაო ჯგუფების სწრაფი და უწყვეტი საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ერთიანი, კომპაქტური სისტემა აკმაყოფილებს ნებისმიერ მოთხოვნას ოფისში.  

 

  • 17 გვ/წთ ბეჭდვის სიჩქარე
  • დოკუმენტების ფერადი სკანირება და გადაგზავნა 
  • 1350 გვ-მდე ქაღალდის ტევადობა
MP C6003SP

MP C6003SP წარმოადგენს მაღალი წარმადობის ფერად მრავალფუნქციურ პრინტერს, რომელიც გათვლიალია ერთდროულად მრავალ მომხმარებელზე. მისი ბეჭდვის ფორმატი შეესაბამება SRA3 - ზომით და 300გსმ - წონით. დამატებითი E-22C ფერადი კონტროლერი გააუმჯობესებს  და დააჩქარებს RIP-ის წარმადობას კომპლექსური ბეჭდვის სამუშაოების შესრულებისას, ასევე უზრუნველყოფს ნაბეჭდი ფერის სიზუსტეს. 

MP C3003SP/MP C3503SP

გაზარდეთ თქვენი ოფისის წარმადობა MP C3003SP/MP C3503SP ფერადი მრავალფუნქციური პრინტერების დახმარებით. გააუმჯობესეთ მუშაობის ეფექტურობა სწრაფი, მაღალი ხარისხის ბეჭდვის და ქაღალდის მიწოდების კომპლექსური სისტემის გამოყენებით. პროფესიონალურ დონეზე ბეჭდეთ დიდი რაოდენობით სურათები (სურათებით დატვირთული დოკუმენტები) და სრულად გამოიყენეთ ამ მანქანის რთული და დახვეწილი ფერის მართვის და ფერთა შეხამების უნარი.

MP C2003SP

MP C2003SP ახალი თაობის A3 ფორმატის მრავალფუნქციური პრინტერია, რომელიც საკმაოდ მუშა და გამძლეა. მას შეუძლია დააჩქაროს თქვენი მუშაობის პროცესი ინტეგრირებული ფინიშერის, სტეპლერის და SD ბარათის წამკითველის საშუალებით. მისი მზადყოფნაში მოსვლის დრო  მცირეა. გააჩნია პირადობის მოწმობების კოპირების და PDF მონახვის ფუნქციები. გარდა ამისა, მცირე რაოდენობით ელექტრო-ენერგიის მოხმარების, ბეჭდვაზე ლიმიტის დაწესებისა  და რეგულირებადი ჩართვა/გამორთვის ფუნქციების საშუალებით შეძლებთ გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებას. აქედან გამომდინარე, MP C2003SP თქვენს ოფისში დააკმაყოფილებს დოკუმენტის დამუშავების ნებისმიერი ციფრული ტექნოლოგიის მოთხოვნას და დაგეხმარებათ ყოველდღიურად გაზარდოთ თქვენი მუშაობის სისწრაფე და ხარისხი გარემოზე ზრუნვის პირობებში.

MP C305SP

MP C305SP გააჩნია ფერადი ბეჭდვის, სკანირების და კოპირების ფუნქციები, რომლებსაც მოითხოვს თქვენი საოფისე საქმიანობა. მისი მართვა საკმაოდ მარტივია მოძრავი 4,3 ინჩიანი სენსორული ფერადი ეკრანის საშუალებით. რიკოს მომავალი თაობის კონტროლერი (GWNX) იძლევა იმავე შესაძლებლობებს, რასაც A3 ფორმატის მოწყობილობები. მარტივი კუბის ფორმის დიზაინი სივრცის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

MP 301SP

MP 301SP სწრაფი შავ-თეთრი A4 ფორატის კომპაქტური დიზაინის მრავალფუნქციური მოდელია. იგი  გვთავაზობს თანამედროვე ბეჭდვის, კოპირების, სკანირებისა და ფაქსის ფუნქციებს, რომლებიც სრულდება დიდი 4,3 ინჩიანი სენსორული ფერადი ეკრანის საშუალებით. ამ ინოვაციურ მოწყობილობას თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს რამოდენიმე ერთ-ფუნქციური აპარატი და გააუმჯობესოს თქვენი სამუშაო პროცესი. მისი მცირე ზომა მოხერხებულია ოფისში სამუშაოდ. გარდა ამისა  მომავალი თაობის კონტროლერი (GWNX) იძლევა მოწყობილობის შესანიშნავი მართვის საშუალებას. 

Aficio™SP 5200S, SP5210SF and SP5210SR

Aficio™SP 5200S, SP5210SF and SP5210SR კომპაქტური A4 ფორმატის შავ-თეთრი მრალაფუნქციური პრინტერებია, რომლებიც საკმაოდ კომპაქტურია და მცირე ფართობს იკავებენ. ეს მოწყობილობები ითავსებენ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ოთხ ფუნქციას:  ბეჭდვა, ასლის გადაღება, სკანირება და ფაქსის გაგზავნა. ეს აპარატები მცირე ზომისაა, მაგრამ მაღალი წარმადობის აპარატების მსგავსად დიდი დატვირთვით მუშაობენ. თქვენი საქმიანი სამუშაო ჯგუფი ღებულობს სწრაფ, მისაწვდომი ღირებულების  მრავალფუნქციურ მოწყობილობას, რომელიც შესაძლებელია სამაგიდო მოდელიდან გარდაიქმნას/გაფართოვდეს ძლიერ ოთხ-უჯრიან  სტაციონარულ აპარატად. 

The MP 2001SP /MP 2501SP

MP 2001SP /MP 2501SP - A3 ფორმატის შავ-თეთრი მრავალფუნქციური პრინტერი ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს სამუშაო ჯგუფებსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს. იგი ითავსებს ეკონომიური ბეჭდვის, ასლის გადაღებისა და ფერადი სკანირების ფუნქციებს. მას ასევე გააჩნია შესაძლებლობა შეუერთდეს პროგრამული უზრუნველყოფის უწყვეტი მუშაობის პროცესს. სხვა თვისებებთან ერთად ამ აპარატს გააჩნია 4,3 ინჩიანი სენსორული ფერადი ეკრანი (ჩვეულებრივ გვხდება მაღალი სიჩქარის აპარატებში)  და  დამატებითი მეხსიერების ფუნქცია.