პრინტერები

SG 7100DN

SG 7100DN თანამედროვე ფერადი გელური პრინტერია, რომლის სიჩქარეა 29 A4 ფორმატის გვერდი წუთში. იგი საკმაოდ ეკონომიურია და მისი ბეჭდვის ხარჯი უტოლდება შავ-თეთრი პრინტერისას. რადგანაც პიგმენტური თხევადი გელი უმალვე შრება, დუპლექსური ფუნქცია თითოეულ გვერზე ერთდროულად ორმხრივი ბეჭდვის საშუალებას იძლევა. მისი კომპაქტური დიზაინი ხელსაყრელს ხდის მას მცირე ოფისებსა და სახლის პირობებში გამოსაყენებლად. SG 7100DN  ასევე A3 ფორმატის ფერადი ბეჭდვის შესაძლებლობასაც იძლევა, მხოლოდ ერთი ფუნქციის გამოყენების პირობებში.

SP 4510DN

SP 4510DN არის შავ-თეთრი პრინტერი, რომელიც ბეჭდავს 40-მდე A4 ფორმატის გვერდს წუთში.  მისი რეზოლუციაა 1,200 x 1,200 dpi და აკმაყოფილებს  ოფისის საქმიანი მომხმარებლის მოთხოვნებს. აღნიშნული აპარატი ძალიან მოხერხებულია, ის დოკუმენტებს ბეჭდავს პირდაპირ iOS ან Android მოწყობილობებიდან. მას ასევე შეუძლია PDF დოკუმენტების, დამახსოვრებულ ნაბეჭდი ტექსტების, JPG ან PDF ფაილების სხვა აპლიკაციებში დაბეჭდვა.

SP 8300DN

 

SP 8300DN ფუნქციონალური და ძალიან ეკონომიური მაღალი წარმადობის შავ-თეთრი პრინტერია, რომლის სიჩქარეა 50 A4 გვერდი წუთში, ხოლო დატვირთვა 300 000 გვერდი თვეში. ამ აპარატს შეუძლია A3 ფორმატის 216 გრ -მდე ქაღალდზე ბეჭდვა. SP 8300DN საკმაოდ მრავალფუნქციონალური აპარატია და თავისუფლად უმკლავდება ყველაზე პრეტენზიული საოფისე გარემოს მოთხოვნებს. 4.3-ინჩიანი სენსორული ფერადი ეკრანი მარტივად და ინტუიციურად სამართავს ხდის აპარატს.