RICOH Company, Ltd იაპონური კომპანიაა, რომელიც გრაფიკული და ვიზუალური გამოსახვის ციფრული აპარატურის ფართო სპექტრს აწარმოებს, როგორიცაა ციფრული ასლგადამღებები, ლაზერული პრინტერები, მრავალფუნქციური აპარატები, ციფრული დუბლიკატორები, ფართოფორმატიანი ასლგადამღებები, ფაქსიმილური აპარატები, პროექტორები, ქსელური ვიდეო საკომუნიკაციო აპარატურა, ციფრული ფოტოაპარატები და სხვა. 

კომპანია 1936 წ. შეიქმნა და მისი ცენტრალური ოფისი ტოკიოში Ricoh-ს შემობაშია განლაგებული. 1990 - 2000 წლებში კომპანია საგრძნობლად გაფართოვდა და მსოფლიოში ასლგადამღებების ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა. ამ პერიოდში მან შეიერთა ისეთი ბრენდები, როგორებიცაა SavinGestetner, Lanier, Rex-RotaryMonroeNashuatecIKON, IBM Printing Systems Division / Infoprint Solutions Company. 2006 წელს Ricoh-მ შეიძინა Dankafor-ის ევროპული განაყოფი, რომელიც Infotec ბრენდის სახელით არსებობას დამოუკიდებლად განაგრძობს.

შ.პ.ს. „საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემები“ (IC&S Ltd) 2012 წლიდან არის RICOH-ს ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანიას გააჩნია შესაბამისი ტექნიკური ავტორიზებული მომსახურების ცენტრი მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული პერსონალით.